მოზაიკა
16 და 17 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 16 და 17 დეკემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, მთაში თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +4, +7; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
ზეგ, 17 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ნალექი, მთაში თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +6 გრადუსი იქნება.