უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 ივლისი, 2017 09:00
font-size

16 და 17 ივლისს საქართველოში არამდგრად ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 ივლისისთვის არამდგრად ამინდს ელიან.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +29, +34; მთაში +26, +31; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ელიან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.

თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +33 გრადუსი იქნება.

ხვალ, 17 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; სანაპირო რაიონებში +27, +32; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმას ელიან ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +31, +36; მთაში +28, +33; მაღალ მთაშუ +18, +23 (ზოგან +28-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +34 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

23 და 24 ივლისს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

23 ივლისი, 2017 , 09:00

სინოპტიკოსები 23 და 24 ივლისისთვის საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან

მე ხომ ერი ვარ, ბერი ვარ, რაც დადის - ყველაფერი ვარ!

22 ივლისი, 2017 , 15:35

"უცნობის" მიერ ეკლესიაში წარმოთქმული აღსარება-გალობის პაროდია "ვანოს შოუში".

23 და 24 ივლისს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

22 ივლისი, 2017 , 14:50

სინოპტიკოსები 23 და 24 ივლისისთვის საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 23 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭ

ქეთი მელუა ხვალ Black Sea Arena-ზე იმღერებს

22 ივლისი, 2017 , 12:50

მომღერალი, ქეთი მელუა, ხვალ ქართველი მსმენელისთვის ბლექსი არენაზე იმღერებს. ის საათნახევრიანი პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე და სულ 21 სიმღერას შეასრულებს. ქეთი მელუა საქართველოში ბრიტანულ ბენდთან ერთად ჩამოვიდა. მ

დღეს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

22 ივლისი, 2017 , 09:00

სინოპტიკოსები დღეისთვის საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მ

დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21 ივლისი, 2017 , 09:00

სინოპტიკოსები დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების