უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

15 ივლისი, 2017 16:55
font-size

16 და 17 ივლისს საქართველოში არამდგრად ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 ივლისისთვის არამდგრად ამინდს ელიან.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 16 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +29, +34; მთაში +26, +31; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ელიან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.

თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +33 გრადუსი იქნება.

ზეგ, 17 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; სანაპირო რაიონებში +27, +32; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმას ელიან ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +31, +36; მთაში +28, +33; მაღალ მთაშუ +18, +23 (ზოგან +28-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +34 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ბენტლი წარადგენს FLYING SPUR FIRST EDITION ექსკლუზიურ მოდელს, ელტონ ჯონის ფონდის საქველმოქმედო საღამოზე

22 ივლისი, 2019 , 16:31

-დახვეწილი ოთხ-კარიანი გრან ტურერი, გამოშვებულია შეზღუდული ტირაჟით და პირველად წარდგენილი იქნება ელტონ ჯონის ფონდის საღამოზე. -ლიმიტირებული სერიის ავტომობილი წარდგენილი იქნება საქველმოქმედო აუქციონზე. შემოსული სახსრები მ

BENTLEY ახალი ხედვა GRAN TURISMO კლასის მომავალზე , წარმოდგენილია განსაკუთრებული მოდელით BENTLEY EXP 100 GT

15 ივლისი, 2019 , 14:53

BENTLEY EXP 100 GT , მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მდიდრული საავტომობილო ბრენდის 100 წლის იუბილის დღეს, განსაზღვრავს მდიდრული მოგზაურობის მომავალს. ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - ბენტლის მომავლის განსახიერება - განსაზ

სარგის კაკაბაძის არქივის გამოფენა გრძელდება

10 ივლისი, 2019 , 15:10

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არქივისტის, სა

„წერის არქიტექტურა“ - შემოქმედებითი წერის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

9 ივლისი, 2019 , 15:45

ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია - სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე  - ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 6 და7 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურული კონკურსის ისტორიაში 

100 წლის იუბილის დღეს კომპანია BENTLEY წარადგენს GRAN TURISMO კლასის მომავალს

3 ივლისი, 2019 , 15:56

10 ივლისი, 2019 წელი, დღე როდესაც კომპანია Bentley Motors აღნიშნავს 100 წლის იუბილეს, ლეგენდარული ბრიტანული ავტო მწარმოებელი მსოფლიოს წარუდგენს Gran Turismo კლასის მომავალს. Bentley EXP 100 GT - წარმოადგენს, საუკუნოვან წ

ბენტლი თბილისის ტესტ-დრაივი კახეთში გაიმართა

2 ივლისი, 2019 , 10:25

კახეთში, ბენტლის 2019 წლის რიგით მეორე  ტესტ-დრაივი გაიმართა.  სტუმრებს განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოში უმასპინძლა სასტუმრომ - „ყვარლის ედემი“. ტესტ-დრაივზე მოწვეული იყო ბენტლის საავტომობილო ბრე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს