უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 17:40
font-size

16 წლის მოზარდი სადისტური დაზიანებებით შემოვიდა, მიმდინარეობს ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად - ავთანდილ იმედაძე

„რომ შეხვიდეთ სარეანიმაციოში, ნახავთ, რომ ბრძოლაა“, - ასე დაახასიათა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ ხორავას ქუჩაზე გარჩევის დროს დაჭრილი სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც მან „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ თქვა, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. იმედაძის შეფასებით, მოზარდს სადისტური დაზიანებები აღენიშნება, რომელიც ბლაგვი საგნითაა მიყენებული.

„პაციენტი არის 16 წლის. ის შემოვიდა კლინიკაში სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში. დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა - პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ახლა აღდგენილია. მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად.

ბოლო მონაცემებით მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. წნევა წამოვიდა და იმედები გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ახლა ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, საოპერაციო უნდა ნახოთ. ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული“, -თქვა იმედაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, ერთი რესპუბლიკურში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ანა მებურიშვილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

23 იანვარი, 2021 , 11:20

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრი

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი

23 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 892 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით

“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ

22 იანვარი, 2021 , 22:27

დედაქალაქში ძაღლების ჭირით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით მომრავლდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ჭირით ინფიც

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

22 იანვარი, 2021 , 20:43

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

22 იანვარი, 2021 , 17:41

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა

22 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ