უკან

საზოგადოება

4 მაისი, 2017 14:30
font-size

162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება - ლია გიგაური

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.

მისივე განმარტებით, 162-ე სკოლა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან თანამშრომლობა.

"2 დღის წინ სკოლის დირექტორებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ფართო ფორმატის თანამშრომლობას გულისხმობს. ამ ფართო ფორმატის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობა უნდა განსაზღვრულიყო სწორედ იმ ხელშეკრულებებით, რომელიც სკოლების შეთანხმების საფუძველზე დაიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების და მშობლების გარკვეულ ჯგუფს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. მათ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რატომღაც გააკეთეს დასკვნა, რომ სკოლა გარკვეული რისკის ქვეშ არის. თანამშრომლობა ორივე სკოლის სურვილით უნდა ხდებოდეს. იმსჯელებს სკოლა და მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდათ თუ არ უნდათ თანამშრომლობა. თუ არ უნდათ, შეუძლიათ მიიღონ მემორანდუმის გაუქმების გადაწყვეტილება", - აცხადებს გიგაური.

მისივე თქმით, 162-ე სკოლაში არც ოპტიმიზაცია და არც უშუალოდ სკოლის გაუქმება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
სკოლის პედაგოგები სწავლის პროცესის ჩაშლის მიზეზად პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს ასახელებენ.

მათი განცხადებით, გუშინ, განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადმოდის.

ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებულ სკოლებთან თანამშრომლობა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას.

პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1 ექსპერიმენტულ სკოლასა და 162-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლა გაუზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას 162-ე საჯარო სკოლას, მიაწოდებს ინფორმაციას პირველი ექსპერიმენტული სკოლის პროგრამების თაობაზე და ხელს შეუწყობს 162-ე საჯარო სკოლას მსგავსი პროგრამების დანერგვაში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 10 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 ს

მომღერალი ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს

9 დეკემბერი, 2019 , 20:41

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. „სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს. დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბ

პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდა ცნობილი. როგორც „მედიანიუსს

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`