უახლესი ამბები
- 29.03.2024 14:52მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე
- 29.03.2024 14:05„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
არქივი
მოზაიკა
17 და 18 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +30, +35; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +34 გრადუსი იქნება.
ხვალ, 18 ივნისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.