უკან

საზოგადოება

17 მაისი, 2018 10:55
font-size

17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების დღეს აღნიშნავს

დღეს, 17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს.

„თანამედროვე ეპოქაში, როცა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ინტერნეტისა და მობილური კავშირის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კომუნიკაციას ასე უმარტივებს ადამიანებს, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის დღის აღნიშვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა, რომლებიც დარგის განვითარებისთვის ყოველდღე ძალიან ბევრს შრომობენ. კომისია ტელეკომუნიკაციების სფეროს ყველა სპეციალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს მათ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური განვითარების ერაში, საზოგადოებაში არსებული მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო წარმატებით უზრუნველყოფს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა და მისი დონე მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების დონეს უტოლდება, რაც, რა თქმა უნდა, ამ დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიები ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ საზოგადოებისთვის ტექნოლოგიურ ერაში არსებული მოთხოვნები მაქსიმალურად უზრუნველყონ. ბოლო წლების განმავლობაში, ტელეკომუნიკაციების სფერომ უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა, რომლის გარეშეც თანამდეროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.“ - ნათქვამია განცხადებაში.

აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები -კახა ბექაური

24 იანვარი, 2019 , 10:50

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუ

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 იანვარი, 2019 , 10:45

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდა

საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა

24 იანვარი, 2019 , 10:45

საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. „საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დრ

თუ არ გაითვალისწინებენ კომისიის პოზიციას აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავადგენთ ზედა ზღვრულ ტარიფებს - კახა ბექაური

24 იანვარი, 2019 , 10:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდია

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`