უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მაისი, 2019 16:55
font-size

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა შედგება რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

„მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარასკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალაობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამასთან, ჟურნალისტებმა პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველს კითხვა დაუსვეს, შესაძლოა თუ არა სახალხო მსვლელობის პარალელურად მოხდეს ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა.

„ძალიან გთხოვთ, რომ ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც 2013 წელს უკავშირდება, ნუ განვაზოგადებთ და ამის გამო ნუ შევქმნით რაღაც მოსალოდნელ შიშებს, რომ შეიძლება რამე მოხდეს. შეიძლება გაუგებრობა მოხდეს, შეიძლება არა. ამიტომ ჩვენ ასეთი გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია. ეკლესიის ოფიციალური პოზიცია არის, რომ ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მსვლელობას და რა თქმა უნდა, ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს, თუ ვინმეს მხრიდან იქნება ეს. დანარჩენი – სახელმწიფოში არსებობს მართლმსაჯულება და სახელმწიფო იზრუნებს წესრიგის დამყარებას“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

21 მაისი, 2019 , 16:00

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შეს

განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

20 მაისი, 2019 , 17:49

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს