უკან

საზოგადოება

3 მარტი, 2018 12:30
font-size

1.7 მილიონი ადამიანი საქართველოში დაცული იქნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეებისგან

2018 წლის 27 თებერვალს საქართველომ მიიღო 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მრავალმხრივი კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და 1.7 მილიონი ადამიანის უკეთ დაცვას წყალდიდობისა და წყალმოვარდნისაგან, გვალვისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები, ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია შევამციროთ გარემოსდაცვითი რისკები. ახალი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ უკეთ დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დამანგრეველი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებისგან“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა, რომლის სახელწოდებაასაქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და ის 7 წელზეა გათვლილი. მისი დაფინანსება შედგება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF)გრანტისგან (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილისგან (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტისგან (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

საქართველოში ჩატარებული შეფასებებისა და პარიზის შეთანხმებაში „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (INDC) დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გაატარებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომებს, მისი ზარალი 2021 – 2030 წლებში 10-დან 12-მდე მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ამავე შეფასებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომების ღირებულება დროისამავე პერიოდში 1.5-2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობაში ინვესტირება მომგებიანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. საქართველოში რისკების მართვა კვლავაც რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე გამოვლენილ რისკებზე რეაგირებას მოიცავს. ასეთი მიდგომა განაპირობებს მაღალ ხარჯებს ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა კომპენსაციებზე და კატასტროფის შემდგომ აღდგენაზე, ისევე როგორც ეკომიგრანტების რიცხვის ზრდას. პროექტის განხორციელების შედეგად, კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა საქართველოში შეიცვლება რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით”,-აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი პროექტის მიზანია საქართველოში მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვა წარსულში განხორციელებული წარმატებული ინიციატივების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის მიერ მდინარე რიონის აუზში შესრულებული პროექტია, რომლის ფარგლებში მოხდა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით შემუშავებული განვითარების პოლიტიკისა და მოსახლეობის ადაპტაციის ზომების გამოცდა.

მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსთვის გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობა კლიმატური ინფორმაციის გაუმჯებესებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის სრულყოფის საიმედო შესაძლებლობაა. საქართველომდე კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსება მალავის რესპუბლიკამ და უგანდამ მიიღეს. ორივე ქვეყანაში კლიმატურ რისკებთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებამ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, სიღარიბის შემცირება და სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესება გამოიწვია. ადაპტაციის ფონდის (AF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატური ინფორმაციისა და ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მხარს უჭერს რისკების შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამოქალაქო ინვესტირების დაგეგმვას.

„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია გლობალური მიზნების მიღწევისა და 21-ე საუკუნის შესაბამისი განვითარების გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი