უკან

მოზაიკა

17 დეკემბერი, 2016 17:20
font-size

18 და 19 დეკემბრისთვის საქართველოში 11 გრადუსამდე ყინვას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 18 და 19 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 18 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში -2, +3; მთაში -6, -1; მაღალ მთაში -9, -4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -4, +1; მთაში -7, -2; მაღალ მთაში -11, -6 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში ხვალ 0 გრადუსი იქნება.

ზეგ, 19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში -1, +4; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -2, +3; მთაში -7, -2; მაღალ მთაში -11, -6 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში ზეგ, +1 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 იანვარი, 2019 , 14:30

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა.  თურგაი ველიზადე,

საქართველოში დღეს კვლავ რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელია

9 იანვარი, 2019 , 09:00

დღეს, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი

საქართველოში ხვალისთვის კვლავ რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელია

8 იანვარი, 2019 , 15:50

9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალ

გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

8 იანვარი, 2019 , 13:25

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Variety ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War,

შობის ღამეს თბილისში იწვიმებს

6 იანვარი, 2019 , 09:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 6 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ნალექი, მთაში

შობის ღამეს თბილისში იწვიმებს

5 იანვარი, 2019 , 16:15

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 6 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`