უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
მოზაიკა
18 და 19 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
საქართველოს უმეტეს რაიონში 18 და 19 მარტისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დღეს, 18 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +17, +22; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 5-10 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ხვალ, 19 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +14, +19; მაღალ მთაში +5, +10 (ზოგან +17-მდე) გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.