მოზაიკა
18 და 19 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
საქართველოს უმეტეს რაიონში 18 და 19 მარტისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
ხვალ, 18 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +17, +22; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 5-10 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ზეგ, 19 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +14, +19; მაღალ მთაში +5, +10 (ზოგან +17-მდე) გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.