უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
მსოფლიო
180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი - „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-მ საქართველოში მედიათავისუფლება შეაფასა
საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2017 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშში გამოაქვეყნა. მასში მითითებულია მედიადამოუკიდებლობისა და თავისუფლების ინდექსი.
ანგარიში აღწერს 2017 წელს, როგორც „პროპაგანდისა და თავისუფლების შეზღუდვის პერიოდს“.
ორგანიზაციის შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებებში სულ უფრო იზღუდება მედიათავისუფლება.
საქართველო ზედიზედ მეორე წელია 64-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ბოლოდროინდელმა რეფორმებმა გააუმჯობესა ქართული მედიალანდშაფტი, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად მედია ისევ პოლარიზებული რჩება, ხოლო მედიის მფლობელები სარედაქციო შინაარს ხშირად განსაზღვრავენ.
გარდა ამისა, ნახსენებია „რუსთავი 2“-ის საქმე. ორგანიზაციის აზრით, სასამართლო დავა იქნება ტესტი , რომელიც განსაზღვრავს მედიაპლურალიზმს საქართველოში.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების მდგომარეობას ამ კუთხით, რუსეთმა 180 ქვეყანას შორის 148-ე ადგილი დაიკავა, თურქეთმა -155-ე, სომხეთმა - 79-ე, აზერბაიჯანმა - 162-ე, უკრაინამ - 102-ე.
რეიტინგში პირველი ადგილი ნორვეგიამ დაიკავა, ხოლო მედიათავისუფლება ყველაზე ცუდ დღეშია ჩრდილოეთ კორეაში.
ორგანიზაციის ცნობით, 2017 წელს 65 ჟურნალისტი მოკლეს, 54 დღემდე ტყვედ არის აყვანილი, 326 კი პატიმრობაშია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

