პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის, მურატ ჯიოევის ცნობით, 18 ივლისს ცხინვალს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეწვევიან.
ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯიოევმა ე.წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტ, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა.
მათივე ცნობით, თიბილოვმა და ჯიოევმა შეხვედრაზე სოფელ ზარდიანთკარში ქართული საგუშაგოს გახსნაზე ისაუბრეს.
როგორც ჯიოევმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვითარება უცვლელია და "საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს საგუშაგო ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს".
მისივე თქმით, 18 ივლისს ცხინვალში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე ერთ–ერთ მთავარ თემად აღნიშნული საგუშაგოს საკითხს განიხილავენ.



















