უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2021 16:22
font-size

19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე - კელი დეგნანი

საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა სრულად არ განხორციელდება.

„საქართველოს მეგობრები, საეთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში. ასე, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას.

ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რაც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში, შესრულდეს. ამ საკითხზე პარლამენტის და ასევე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეხვედრები მქონდა.

19 აპრილის შეთანხმებაში არის ძალიან კარგი საგზაო რუკა, რაც მოიცავს დანიშვნების დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე.

19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმის თაობაზე დისკუსია და მსჯელობა იყოს ინკულუზიური პროცესი. ზუსტად ეს გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის“,-განაცხადა დეგნანმა.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი