უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აპრილი, 2019 14:30
font-size

19 აპრილს თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge.

ამასთან, ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.
„დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. მათ შორის არიან: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით იმართება. ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როსტომ ჩხეიძე: ერთი ყალბისმქნელები შეიცვალნენ მეორე ყალბისმქნელებით

25 მაისი, 2019 , 22:58

მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვაზეიმეს 25 თებერვალს, ნაცვლად 26 მაისისა. მთელი პოსტსაბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდე

ნიკა გვარამიამ ნიჟარაძის მხარეს `რუსთავი2`-ის საგადასახადო დავალიანების დაფარვის პოლიტიკა გააცნო

25 მაისი, 2019 , 20:18

„რუსთავი2“ -ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟა

`რუსთავი2`-მა აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაციის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა განსაზღვრა

25 მაისი, 2019 , 20:05

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 29 ივნისს შედგება. რუსთავი2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანიის ფინანსური დოკ

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აუქციონის გზით წილების გასხვისების ინიციატივა განიხილეს

25 მაისი, 2019 , 19:49

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, იურიდიული პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსა და კომანდიტური საზოგადოების წილებზე საკუთრების უფლების შეძენა, შესაძლოა, მხოლოდ აუქ

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

25 მაისი, 2019 , 18:03

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა. კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვ

თბილისში სეტყვაა მოსალოდნელი - ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი

25 მაისი, 2019 , 17:25

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, თბილისში მოსალოდნელია სეტყვა. ამის შესახებ ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე არის აღნიშნული. ამასთან, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმ