უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2020 12:45
font-size

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო:

-19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში.

-12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

-1-ლი ოქტომბრიდან იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.
რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, ისინი დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცეს. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით და მინდა მათ შესახებ მოგახსენოთ.

პირველ რიგში, გავიმეორებ, რაც წინა კვირას განვაცხადეთ, ძალაში რჩება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას.

ასევე მინდა გავიმეორო ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს I-VI კლასის მოსწავლეებს. თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, ეს პროცესი იქნება სრულად უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სიახლეებს, მინდა გითხრათ, რომ 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.
19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაახლებენ თავიან ფუნქციონირებას.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. ჩვენ მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა.
მინდა გითხრათ, რომ დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას, გამოცხადებული თარიღები შერჩეულია ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით.
რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, მათ შესახებ ახლო მომავალში დამატებით გავაკეთებთ განცხადებას.“

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე