უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

2-3 დღეში პეკინის ქუჩა სრულად გაიხსნება - დავით ნარმანია

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2-3 დღეში, პეკინის გამზირის მარცხენა მხარის ტროტუარის მოპირკეთების შემდეგ ქუჩა სრულად გაიხნება.

„პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია პრაქტიკულად, დასრულებულია. საგზაო მოძრაობა მთლიანად აღდგა და უახლოეს 2-3 დღეში დასრულდება მარცხენა მხარეს არსებული ტროტუარების მოპირკეთება. შემდეგ უკვე როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის პეკინის ქუჩა სრულად იქნება გახსნილი“,-თქვა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ არ გამორიცხა, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა შენარჩუნდეს.

„პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა თავისუფლად ხდება. ჩვენ დავტოვეთ ის რეჟიმი, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოძრაობა ასევე დარჩეს“, - აღნიშნა ნარმანიამ.

პეკინის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოები 17 ივნისს დაიწყო.

ანა მებურიშვილი

სოციალური კამპანია „#იმოქმედე“ - უფასო ტრენინგების 6-თვიანი ციკლი დასრულდა

17 ნოემბერი, 2017 , 17:41

იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლო დისკრიმინაციული მოქმედების გამო სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

17 ნოემბერი, 2017 , 16:45

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატის შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. მოსარჩელის თქმით, ის არ დანიშნეს მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისა

ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - კალათბურთის ფედერაციას საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაში ადანაშაულებენ

17 ნოემბერი, 2017 , 16:10

„კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები“, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებ

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ სარეკლამო კამპანია სექსისტურია - სახალხო დამცველი

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა სს „წყალ მარგებელს“, მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი, რადგან მისი სარეკლამო კამპანია და შეფუთვა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. „2017 წ

ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თ

ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 15:20

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა.  მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე