პოლიტიკა


2 ადამიანის კანდიატურა წარვუდგინე ბიძინა ივანიშვილს და ერთზე დაემთხვა ჩვენი აზრები - თემურ ჭკუასელი
„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კონსულტაციებს თავად ბიძინა ივანიშვილი მართავს.
მმართველი პარტიის დეპუტატებთან საუბრისას გაირკვა, რომ ყოფილმა პრემიერმა თანაპარტიელებს ისიც უთხრა, რომ რამდენიმე კანდიდატმა მას საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, თემურ ჭკუასელის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს 2 კანდიდატი წარუდგინა და ერთ-ერთზე მათი აზრები დაემთხვა.
„ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მონა მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, უბრალოდ მერე უნდა შევაჯეროთ. მეც რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები. მე თვითონ 2 ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა, ჩვენი აზრები“, -თქვა დეპუტატმა.
ჭკუასელმა უშუალოდ კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ის „ყველასთვის საყვარელი ადამიანია, მამაკაცი“.
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00