უახლესი ამბები
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
- 17.04.2021 12:51ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
- 17.04.2021 12:46ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
არქივი
საზოგადოება


2 მილიონი ლარი დაიხარჯა ხმელ ჯოხებზე - ალექსანდრე ელისაშვილი (ვიდეო)
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის „მილიონი ხის“ კამპანიის ფარგლებში თბილისის ზღვასთან დარგულმა ხეებმა არ გაიხარა და ფიჩხებად იქცა.
ელისაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თბილისის ზღვასთან არსებულ დენდროლოგიურ პარკში ხეების მდგომარეობას აკვირდებოდა. მისი თქმით, ხეების დარგვაზე 2 მილიონი ლარია დახარჯული.
„ჩვენ ვართ დენდროლოგიურ პარკში თბილისის ზღვასთან. ამაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საკრებულომ დაამტკიცა და აქ უნდა დარგულიყო ხეები. ნარმანიამ საზეიმოდ არაერთხელ თქვა, რომ მისი „მილიონი ხის პროექტიდან“ 365 ათასი ხე დაირგო დენდროლოგიურ პარკში თბილისის ზღვასთან და არის ლამის, 100%-იანი გახარება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, კადრში ნაჩვენები ჯოხები კამპანიის განმავლობაში დარგული ხეებია.
„იმის ჩვენება მინდოდა, რომ ასე იხარჯება 2 მილიონი ლარი და ვითომ არის გახარებული და გამწვანებული 365 ათასი ხე. სინამდვილეში კი 365 ათასი ჯოხი არის ჩარჭობილი აქ და უპატრონოდ მიყრილი“, - თქვა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის თებერვალში ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ „მილიონი ხის კამპანიის“ ფარგლებში „დენდროლოგიურ პარკში რამდენიმე ათასი ხე დაირგო“. მედიაორგანიზაციის „ფაქტჩეკის“ ცნობით, რომელიც „მილიონი ხის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებს დაეყრდნო, 315 720 ნერგი იქნა შესყიდული თბილისის დენდროლოგიური პარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დასარგავად. როგორც „მილიონი ხის“ საიტზე დართულ რუკაზეა მითითებული, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის 327000 ხეა დარგული, ხოლო უშუალოდ დენდროლოგიურ პარკში - 7837 ხე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
17 აპრილი, 2021 , 14:41
პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
17 აპრილი, 2021 , 14:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
17 აპრილი, 2021 , 12:57

ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
17 აპრილი, 2021 , 12:51

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
17 აპრილი, 2021 , 12:46

საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
17 აპრილი, 2021 , 12:00