უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 15:35
font-size

2 თურქული ვერტმფრენი ბათუმშია, თვითმფრინავი დღის ბოლოს შემოგვიერთდება - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, თურქეთის ორი სახანძრო ვერტმფრენი ბათუმშია, ხოლო თურქული თვითმფრინავი დღის ბოლოს ჩამოფრინდება საქართველოში.

„შტაბის ყველა კომპონენტი, ყველა შემადგენელი ინსტიტუტი მუშაობს ერთმანეთთან კოორდინირებულად მთელი გუშინდელი ღამის განმავლობაში და დღევანდელ დღესაც.

უნდა ითქვას, რომ მუშაობა დაიწყო 2 დღის წინ. გუშინ ცეცხლი ჩამქრალი იყო, თუმცა ამოვარდნილმა ქარმა ახლიდან გააღვივა. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რა თქმნა უნდა, რამდენად სწარაფად მოვახერხებთ ცეცხლის ჩაქრობას დამოკიდებული იქნება ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვენლოვანი პირველი დახმარება აზერბაიჯანისგან და ესაა ვერტმფრენები და სახანძრო მანქანები,რომლებიც გზაშია და ვერტმფრენი მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ცოტა ხანში ჩამოვა და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღის ბოლოს ჩამოფრინდება ძალიან მოცულობითი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახელობას საფრთხე არ ემუქრება

„საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქარსა და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარად მოვახერხებთ ცეცხლის ლოკალიზებასა და შემდეგ ჩაქრობას“, - თქვა კვირიკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ პროცესსი ჩართულები არიან სამაშველო სამსახური, მეხანძრეები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სატყეო დეპარტამენტი.

კვირიკაშვილმა მიმართა მოხალისეებს და განაცხადა, რომ მატი დახმარება საჭირო არაა.

„მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიკური პროფესიონალური სამუშაო, რასაც ეს ადამიანები [მაშველები, მეხანძრეები] დიდი წარმატებით ართმევენ თავს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა პრემიერმა.

უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიპორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.

ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ანა მებურიშვილი

ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, თავი შეუძლოდ იგრძნო და გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა - მოძრაობა „ერი“

24 ივნისი, 2021 , 15:32

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლი

საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება- ამირან გამყრელიძე

24 ივნისი, 2021 , 14:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს. გამყრელიძე აცხადებს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ე.წ. დელტა შტამი

საჩხერეში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

24 ივნისი, 2021 , 14:32

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კურსი ნატოს &bdq

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს

24 ივნისი, 2021 , 13:10

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ბალავარი ჯგუფი“ აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორცი

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

24 ივნისი, 2021 , 12:30

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 368, იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 52

24 ივნისი, 2021 , 11:26

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 368, იმერეთში –  55, ქვემო ქართლში – 52, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ინტენსიური ტესტირების ფა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი