უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

20 ნოემბერი, 2016 09:00
font-size

20 და 21 ნოემბერს ძლიერ ქარს, თოვას და ყინვას ელიან

სინოპტიკოსები 20 და 21 ნოემბრისთვის საქართველოში ძლიერ ქარს და ზოგან თოვას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დღეს, 20 ნოემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით 28 მეტრ/წამამდე. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +4, +9; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: +1, +6; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

თბილისში დღეს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, 20 ნოემბერს დედაქალაქში +4 გრადუსი იქნება.

ხვალ, 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 15-20 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით 30 მეტრ/წამამდე. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +2, +7; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი, ზოგან თოვლი და ნისლია ნავარაუდევი. შესაძლებელია ძლიერი თოვაც, მაღალმთიან რაიონებში კი, ქარბუქი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -2, +3; მთაში -4, +1; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

თბილისში 21 ნოემბერს ღრუბლიან ამინდს ელიან. ნავარაუდევია თოვა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, ხვალ დედაქალაქში +2 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დღეს საქართველოში მცირე მოღრუბლულობას ელიან

25 სექტემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარ

ხვალ საქართველოში მცირე მოღრუბლულობას ელიან

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქა

ვიეტნამური გამოფენა „დონგ ჰო“- ხეზე ჭრის ხელოვნება გაიხსნა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ვიეტნამურ გამოფენას “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“. საქართველოში მოღვაწე ვიეტნამელმა ჩან თი რეგნერმა მოწვეულ სტუმრებს „დონგ ჰო-ს“ ნიმუშ

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ, თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა.  კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო.

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმ

თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

21 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.  მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს სა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`