უახლესი ამბები
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
- 14.11.2025 12:56სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
არქივი
პოლიტიკა
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და ეს არ ხდება გარეშე პირების ჩარევის შედეგად.
„ამ ადამიანებს თავიანთი პატრონები ჰყავთ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს ქვეყანას და არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, ასრულებენ შესაბამის დავალებებს. ეს არაფერი კარგის მომტანი არაა, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში, უნდა გქონდეს ხალხის მხარდაჭერა. თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება. ეს ვერ გაუაზრებიათ და ვერ გაუთავისებიათ, რომ საქართველოში ხელისუფლებას აირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და გარედან წამოსული დავალებებით არ განისაზღვრება, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში. წლების წინ ეს ასე იყო, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლის საქმეზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.
„პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს? რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსებოდა. ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“
14 ნოემბერი, 2025 , 11:42
უწყვეტი პროტესტის 351-ე დღე
13 ნოემბერი, 2025 , 22:14

