უკან

საზოგადოება

6 ოქტომბერი, 2017 11:40
font-size

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები რამდენიმე თვეში ძალას დაკარგავს

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა რამდენიმე თვეში ძალას დაკარგავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარატავენ, მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა მძღოლმა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღო, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება იქნება საჭირო.

ამასთან, 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება.

ასევე, როგორც უწყებაში აცხადებენ, 2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ მძღოლმა დოკუმენტი უნდა განაახლოს.

,,მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათ, ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, 15 ლარს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური ძრავის მქონე ავტომობილის მართვის უფლების განახლებისთვის იხდით.

მომსახურების სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის , ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება უცვლელი დარჩება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი