უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 აპრილი, 2020 17:40
font-size

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევები დაადგინა

2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების ზურაბ კუხალაშვილისა (23 წლის) და არსენ ბუხრაშვილის (29 წლის) გარდაცვალებას ე.წ. „ბუნტის“ დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად. მათ სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს N5 დაწესებულების როგორც ეზოში, ასევე სარეჟიმო კორპუსში შესული ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებელი ქაოტური სროლების შედეგად. მთლიანობაში, ე.წ. „ბუნტის“ დროს გარდაიცვალა შვიდი პატიმარი, ხოლო დაზიანება მიიღო ოცდაორმა პატიმარმა და ციხის ორმა თანამშრომელმა.

ე.წ. „ციხის ბუნტს“ წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ბაჩანა ახალიას მხრიდან პატიმრების გ. ა.-ს და ზ. ვ.-ს სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად.

აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში.

რაც შეეხება სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილს (სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვა), სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 მარტს, „ბუნტის“ ჩახშობის სპეცოპერაცია, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია, დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და გადაჭარბებული. კერძოდ, დადგინდა, რომ არ ყოფილა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების მცდელობა, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ზიანი. ამასთან, დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. უფრო მეტიც, სპეცოპერაციის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს და საკუთარ საკნებში ჩაცხრილეს ის პატიმრებიც, რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ.

რაც შეეხება სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილს (სწრაფი და ეფექტური გამოძიების ვალდებულება), სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2006 წლის ივნისში, რაც იყო ძალიან დაგვიანებული და რამაც ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება შეუძლებელი გახადა. ამასთან, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე გამოძიება წარმართა იმავე ორგანომ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა), რომელმაც „ბუნტის“ ჩახშობის ოპერაციას გაუწია ორგანიზება. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ გამოძიების დროს არ გამოკვლეულა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და მომაკვდინებელი ძალის გამოყენების ფაქტები. უფრო მეტიც, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და მათ არ უსარგებლიათ აუცილებელი საპროცესო უფლებებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს დასკვნით, ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური, იყო დაგვიანებული და ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ გამოძიების მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმართვის პარალელურად, არც მაშინდელი მოწვევის პარლამენტს უწარმოები მოკვლევა ამგვარ მასიურ ინციდენტზე, რომელმაც, მისივე თქმით, „ქვეყანა შეარყია და განსაკუთრებული საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა“.

აღნიშნული დარღვევების გამო, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს პირველ და მეორე მომჩივანს (ზურაბ კუხალაშვილის ნათესავები) ერთობრლივად 40 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 5 400 ევრო ხარჯებისთვის, ხოლო მესამე მომჩივანს (არსენ ბუხრაშვილის ნათესავი) - 32 000 ევრო მორალური ზიანისთვის და3 400 ევრო კი - ხარჯებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი