უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
კომენტარი
2008 წელს საქართველოზე თავდასხმა უცაბედად მოხდა, როდესაც ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, 2008 წელს საქართველოში 3 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა შეიჭრა, რომლის მიზანი თბილისის დაპყრობა იყო.
მისივე თქმით, თავდასხმა უცაბედად მოხდა, იმ დროს როდესაც ქართული ჯარის ოფიცრები შვებულებაში იყვნენ.
Mედიანეწს-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2008 წელს, სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.
სამი ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა შეიჭრა ჩვენს ქვეყანაში. საერთო ჯამში, 80 ათას კაციანი რეგულარული ჯარი მონაწილეობდა ოპერაციაში და უკვე 8 აგვისტოს ჩვენი დაბომბვა დაიწყო ორასმა საჰაერო ტექნიკამ. ოპერაციის მთავარი მიზანი იყო თბილისის დაპყრობა, მთავრობის დამხობა, წარმატებული რეფორმების შეჩერება და საქრთველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება.
თავდასხმა უცაბედად მოხდა, ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი კი ერაყში, პარლამენტის და მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მე, რამდენიმე დღით ადრე შევწყვიტე ოჯახთან ერთად შვებულება და დავბრუნდი, რუსეთის მიერ უკვე კონტროლირებად ტერიტორიებზე საეჭვო მოქმედებების გამო. არათანაბარი ძალების მიუხედავად, ჩვენი არმიის გმირული შეწინააღმდეგების უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით მტრის გაჩერება და ამით რამდენიმე ძალიან ძვირფასი დღის მოგება, სანამ ბოლოს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი ასეულობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში, რითითაც გამოაჩინეს საოცარი ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ბალტიის სამი ქვეყნის და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ და ჩვენს ხალხთან ერთად დადგნენ. საქართველო სასწაულებრივად გადარჩა და კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განაგრძო განვითარება. პუტინმა ვერ შეძლო მისი ვერც ერთი სტრატეგიული გეგმის შესრულება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
დღეს მე ქედს ვიხრი საკუთარი ჯარისკაცების და ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომლებიც გახდნენ თავდასხმის მხვერპლნი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“-წერს სააკაშვილი.