უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 აგვისტო, 2018 14:30
font-size

2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი - ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და ამაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Риа Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მისი [ომის] თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ეს შესაძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო იგივე სააკაშვილი. სააკაშვილი არ იყო მოლაპარაკებების, პოლიტიკური გზით საკითხების მოგვარების მომხრე. სააკაშვილს ჰქონდა მკაფიო მიმართულება ( თვითონ თავის თავს მისცა ან ვიღაცა სხვამ), რომ საკითხი მან უნდა გადაწყვიტოს ისევე, როგორც აჭარაში. ვითომ, მე მოვედი, კაი ბიჭი ვარ, ძლიერი ვარ და მორჩა. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასაგები გახდა, რომ მისი რიტორიკით, აგრესიული გამონათქვამებით, მისი ემოციურობით მოლაპარაკებების პროცესი დასასრულისკენ მიდიოდა. არანაირი ილუზია არ იყო. სხვა საქმეა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდით ასეთი მასიური ცეცხლის მომზადებას. პრინციპში, არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა მოელოდა, რომ შუაღამისას ქალაქის დაბომბვას დაიწყებდნენ. ვის უნდა მოელოდა ეს. ასეთი რამ მხოლოდ ნატომ ჩაიდინა იუგოსლავიაში“, -თქვა ბიბილოვმა.

ჩვენ მზად ვიყავით ფედერაციული ურთიერთობებისთვის, იყო კონფედერაციის ვარიანტი, მაგრამ ქართველები უარს ამბობდნენ - სერგეი შამბა

16 აგვისტო, 2018 , 11:25

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრისა და  საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, ის პირველი იყო, ვინც თბილისთან ურთიერთობის დალაგებასა და „ერთობლივ მომავალზე&

ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ე.წ. საზღვარს 24-დან 27 აგვისტომდე კეტავს

15 აგვისტო, 2018 , 16:10

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო სამი დღით, 24 აგვისტოს

საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებენ - კონსტანტინე გამსახურდია

15 აგვისტო, 2018 , 10:30

საქართველის პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუკის პირად გვერდზე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას ფეისბუკის სტატუსს აზიარებს და სოციალური ქსელის მომხმარებლების ინ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საჰაერო დესანტის სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2018 , 11:40

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზაზე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის საჰაერო დესანტის მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. სამხედრო სწავლების სცენარის მიხედვით, დე

რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი დაპატიჟა

10 აგვისტო, 2018 , 12:35

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცედურა იწყება

9 აგვისტო, 2018 , 10:50

მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, ოკუპი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან