უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

26 მარტი, 2019 15:06
font-size

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა. მათ სამარხებს წითელმა ჯვარმა 2017 წლის ოქტომბერში მიაკვლია, გახსნა და გადმოსვენების პროცედურა დაიწყო. პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ნეშტები ოკუპირებული რეგიონიდან 19 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც სათანადო ექსპერტიზა ტარდებოდა მათი იდენტიფიცირების მიზნით.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილმა ომის დროს გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესს, ტრაგიკული და მტკივნეული უწოდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე პროცესი. რა თქმა უნდა არის ძალიან მტკივნეული იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ტრაგედიაზე, ტკივილზე, რომელიც არ ნელდება, მაგრამ ოჯახებისათვის იმის ცოდნა თუ სად არიან მათი ახლობლები დასაფლავებულნი და შესაძლებლობა, რომ გამოხატონ ამ ფორმით და ღირსეულად ის ტკივილი, რომელიც თან ახლავს მით უფრო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ახლობლების დაკარგვას, ძალიან მნიშვნელოვანი არის,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

10 აპრილი, 2019 , 16:20

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს. ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, ინიციატორი კი ე.წ. პარლამენტის წევ

გიორგი გახარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

30 მარტი, 2019 , 14:03

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, ხურვალეთსა და ძუკუთაში მოადგილეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას შ

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული

28 მარტი, 2019 , 10:15

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

23 მარტი, 2019 , 13:02

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უ

გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 15:15

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობ

ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 10:45

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ. ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019