უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
2011 წლის ყველაზე საიმედო ავტომანქანები დასახელდა 29.04.2012 17:09

2011 წლის ყველაზე საიმედო ავტომანქანები დასახელდა.

როგორც გერმანული საავტომობილო კლუბის –– „ADAC“ –ის ბოლო კვლევამ უჩვენა, იაპონური მანქანები, ამ მხრივ, ლიდერები აღარ არიან.

სტატისტიკურ კვლევაში გათვალისწინებულია იმ ავტომობილების მონაცემები, რომლებიც 2007–დან 2011 წლამდეა გამოშვებული. ამასთან, კვლევა ჩატარებულია იმ მიმართვებისა და გამოძახებების საფუძველზე, რომლებიც ავტომანქანების დაზიანებას მათი მეპატრონეებისაგან მოჰყვებოდა ხოლმე. ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმ ავტომანქანებს აღმოაჩნდა, რომლებსაც ნაკლები დაზიანება და დეფექტი ჰქონდა. სუბკომპაქტურობის თვსლაზრისით, „Toyota Aygo“ არა მხოლოდ „Renault Twingo“–მ, არამედ ახალმა „Ford Ka“–მ ჩამოიტოვა.

ნაკლოვანებების არქონის თვალსაზრისით, ლიდერობას „MINI“ ინარჩუნებს.“ Mitsubishi Colt“–მა აქ მეორე პოზიცია დაიკავა. მის მომდევნო ადგილზე „Opel Mariva“ და „Dacia Sandero“ არიან. ყველაზე მტვრევადად კი სპეციალიეტებმა „SEAT Ibiza/Cordoba“, „Hyundai Getz“ და „Honda Jazz“ დაასახელეს.

მცირე ზომის ავტომობილების სეგმენტში პირველი და მეორე ადგილები А და В კლასების „Mercedes-Benz“–მა დაიკავეს, მათ ე.წ. „კოპეიკა“ „BMW“ და „Audi A3“ მოსდევს. იაპონური მანქანებიდან კი საუკეთესო „Nissan Qashqai“ აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ მე–5 ადგილს იკავებს.

საშუალო კლასში რეიტინგს „Audi – A5 და Q5“ იკავებს, მათ „BMW X3“ და „Mercedes-Benz GLK“ მოსდევს. იაპონურ ავტომანქანათაგან „Toyota Avensis“ მე– 13, ხოლო „Mazda6“ მხოლოდ მე–15 პოზიციას იკავებს.