უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 სექტემბერი, 2023 13:24
font-size

2013 წლის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო სტრუქტურებთან სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილა - გია ვოლსკი

ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო თანამდებობაზე 10-11 წლის წინ იყო. მას თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„2013 წლის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო სტრუქტურებთან სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილა. კითხვები მას შემდეგ უნდა დაისვას, რაც საკითხი შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნება შესწავლილი. არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები რაიმე ნიშნით დაკავშირებული იყოს საქართველოს დღევანდელობასთან. ფლობს თუ არა საიდუმლო ინფორმაციას? 10-11 წლის წინანდელ ნებისმიერ ინფორმაციას ყავლი აქვს გასული, მით უმეტეს, სახელმწიფო დონეზე ვითარება ყოველდღე იცვლება. პროკურატურას უსაფთხოების საკითხებზე წვდომა მისი პროფილის გარდა არ აქვს.

შესაბამისი სტრუქტურები არსებობს და როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მითითებული, ყველა სტრუქტურა, რომელიც სანქციებზე მუშაობს, საქართველოში გამართულია და მაღალ დონეზე მუშაობს. მართალი გითხრათ, ვინ იყო მისი რეკომენდატორი თანამდებობაზე დანიშვნისას, ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია რომელიმე სტრუქტურასთან. უნდა შეისწავლონ თუ არა შესაბამისმა სტრუქტურებმა? რასაკვირველია, უნდა შეისწავლონ. ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ ფარცხალაძეს სანქცია დაუწესეს. ვინც საქართველოში მოქმედ კანონს დაარღვევს, რასაკვირველია, შესაბამისი სტრუქტურების საგანი გახდება. ხავსზე ჩამოკიდებული ოპოზიციის და ვითომ პარტიული სუბიექტების ტაშ-ფანდური ნამდვილად ნაადრევია. ერთ-ერთი ტელევიზია მეკითხებოდა, საქართველოს მოქალაქეობა რატომ არ ჩამოართვითო? დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით

22 სექტემბერი, 2023 , 18:04

საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, გერმანიის ელჩთან, პიტერ ფიშერ

იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე

21 სექტემბერი, 2023 , 14:16

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი

21 სექტემბერი, 2023 , 13:48

როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან  ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის, -

ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი, 2023 , 17:08

აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, - განაცხადა “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა

ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2023 , 14:23

პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასან

სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი- მიხეილ სააკაშვილი

18 სექტემბერი, 2023 , 17:18

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი