უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2017 11:55
font-size

2014 წლიდან დღემდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე - დავით ნარმანია

ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, რომელსაც მერის რანგში ბოლოჯერ ხელმძღვანელობს.

ნარმანიას ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან დღემდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე. 16 მისამართზე მოეწყო სრულიად ახალი სარწყავი ქსელი, რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ლოკაციაზე. მერიამ შეიძინა 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაამონტაჟეს 2 284 ცალი ლედ-სანათი და განაახლეს თბილისის ანძა.

დედაქალაქის მერმა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება.

რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერის თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441 -ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები.

„მოვაწყვეთ ავტობუსის ზოლები, კომფორტული გადაადგილებისათვის. რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქვე, დედაქალაქის მერმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

23 იანვარი, 2020 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის

ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ცისანა შარტავა

23 იანვარი, 2020 , 15:35

ილია მეორეს ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ უკეთებენ ინსტრუმენტულ გამოკვლევას, არაფერი პრობლემა არ ყოფილა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პატრიარქის ექიმმა, ცისა

ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა

23 იანვარი, 2020 , 15:35

ჩინეთში გავრცელებული უცნობი ვირუსის გამო საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635. „ჩინეთი

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტის, ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

23 იანვარი, 2020 , 15:35

თბილისში, გუნიას ქუჩის 4 ნომერში, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტი ვანლერ დაისელი 1920-1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. შეკრებილმა საზოგადოებამ ვანლერ დაისელის შემოქმედებისა და ცხოვრების ფარ

„მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს?” - მიხეილ კალანდიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა

23 იანვარი, 2020 , 15:35

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა. პროცესზე მოწმის სახით მირზა სუბელიანის შვილი იკითხებოდა, რა დროსაც ზაზა სარალიძემ გან

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

23 იანვარი, 2020 , 15:15

სპეციალური პენიტენციური სამსახური პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა, ისე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`