უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

2015 წელს საფრანგეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს

სამი წლის წინ საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

დაკავებულის შვილის, გიორგი ბერიძის განცხადებით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის დროშით მცურავ გემზე „კარიბის პალმა“ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის - 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინა, რის შესახებაც გემის კაპიტანს ინფორმაცია არ ჰქონდა. გიორგი ბერიძის თქმით, ბადრი ბერიძეს 3 წლის განმავლობაში ბრალს ვერ უმტკიცებენ და სასამართლო 5-ჯერ გადაიდო. ქართველ კაპიტანთან ერთად ეკიპაჟის 12 წევრი დააკავეს, ისინი თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. გიორგი ბერიძის ინფორმაციით, მამამისი გემზე თურქულმა კომპანიამ დაასაქმა და მუშაობა რამდენიმ დღის დაწყებული ჰქონდა.

„ჯერჯერობით ვერ მტკიცდება, რომ გემში კოკაინის არსებობის შესახებ კაპიტანს ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა პროცესი უსასრულოდ გრძელდება. მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა. გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო თავდებით, სპეციალური სამაჯურით გაეთავისუფლებინათ და ყოფილიყო საფრანგეთში, შიდაპატიმრობაში გამოძიების დასრულებამდე. აღმოვაჩინეთ ასეთი ახლობელიც, მაგრამ სასამართლომ ამაზე ბოლოს უარი გვითხრა. ვთხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაგვეხმაროს, მიმართოს საფრანგეთის საელჩოს და ინფორმაცია მაინც მოვიძიოთ, რა მდგომარეობაშია საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რატომ იმყოფება საშინელ პირობებში. საქმეს გრიფი ადევს და არაფერს არ გვეუბნებიან“, -განაცხადა გიორგი ბერიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ინაუგურაციის შემდეგ გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა - გია ვოლსკი

10 დეკემბერი, 2018 , 17:45

„მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებისა და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო საკადრო ცვლილებ

ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტს მოუწოდებს იმ ბრალდებებით დაინტერესდეს, რომელიც ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული კობა ახვლედიანის მიმართ არსებობს

10 დეკემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტს მოუწოდებს იმ ბრალდებების საკითხით დაინტერესდეს, რომელიც ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული კობა ახვლედიანის მიმართ არსებობს. რ

საპარლამენტო უმცირესობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

საპარლამენტო უმცირესობამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და მისი გადადგომა

პრემიერ-მინისტრმა სწავლება ,,დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება; ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომ

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი - მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ

პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას - თორნიკე რიჟვაძე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ჯელალ ქიქავას განცხადებებს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით.  რიჟვაძის განცხადებით,  შურს იძიებს ყველაზე,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`