უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2018 16:10
font-size

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი კვლავ კუთვნილი კომპენსაციის მოლოდინშია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი 13-14 ივნისის სტიქიის სამი წლის თავზე განცხადებას ავრცელებს.

“სამი წელი გავიდა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, რომელსაც 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათეულობით ოჯახის/პირის საკუთრება დააზარალა და გაანადგურა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

13 ივნისის სტიქიამ ნათელი გახადა, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არ არის სრულყოფილი ბუნებრივი კატასტროფების შედეგებთან გასამკლავებლად. სწორედ ამან განაპირობა, სტიქიის შემდეგ შემჭიდროვებულ ვადებში, ახალი, სპეციალური რეგულაციების შემუშავება, რომელიც დაზარალებულთა დახმარებას უზრუნველყოფდა. მიუხედავად უწყებათაშორისო კომისიისა და თბილისის ადგილობრივი თვითმმართელობის მუშაობისა, 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ნაწილისათვის ზარალის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა. ისინი დღემდე სასამართლო სამართალწარმოების გზით ცდილობენ საკუთრების უფლების აღდგენას.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილება არ ითვალისწინებს ფულად დახმარებას იმ ოჯახებისათვის ვისაც სტიქიის შედეგად დაუზიანდათ/დაენგრათ დამხმარე სათავსოები (ავტოფარეხები) და მიწის ნაკვეთი. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ერთიან სიაში დღემდე ასევე არ არიან პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი უწყებათაშორისი კომისიის მიერ განსაზღვრულ სტიქიის ზონაში არ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახლის სტიქიის შედეგად დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რამდენიმე ასეთი დაზარალებული ოჯახის/პირის საქმეს ორგანიზაცია დღემდე აწარმოებს საერთო სასამართლოებში. ამ ადამიანებისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ 2018 წლის 28 მარტს თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგაც, როცა მან თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალებული ოჯახებისათვის კუთვნილი კომპენსაციის დროულად ჩარიცხვა.

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს, დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროცესში ცალკეული პირების მიმართ კომპენსაციის გადახდის განსხვავებული რეჟიმის შექმნა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა, კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, იმ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ზ.ნ.-ს სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 515 460 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი და ფულადი თანხა 455 800 ლარის ოდენობით.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ასევე შემთხვევა, როდესაც დაზარალებულთა ერთიან სიაში მყოფმა ერთ-ერთმა დაზარალებულმა 16 კვ.მ ფართისთვის (რომელიც სტიქიამდე ავტოფარეხად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო სტიქიის შემდგომ, 2015 წლის 15 ივნისის განცხადების საფუძველზე ავტოფარეხი საცხოვრებელ ფართად დარეგისტრირდა) კომპენსაციის სახით მიიღო ანაზღაურება 103 698 ლარის ოდენობით. ზარალის ასანაზღაურებლად, ლ. სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 1 კვ/მ ფართის შეფასება ხდებოდა საშუალოდ (რემონტის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით) 1000 დოლარის ოდენობით, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 1 კვ.მ ღირებულებამ 2 500 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს შემთხვევა ყურადსაღებია იმის გათვალისწინებითაც, რომ ავტოფარეხისა თუ სხვა დამხმარე სათავსოს დაზიანება/განადგურებისათვის კომპენსაციის გადახდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის დადგენილებით გათვალისწინებული ამ დრომდე არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სტიქიიდან 3 წლის შემდეგ კვლავ მოუწოდებს ქ. თბილისის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხები სამუშაო შეხვედრების ფორმატში განიხილონ, იმისათვის რომ ყველა დაზარალებულის უფლება თანაბრად იყოს აღიარებული და დაცული.” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

22 ოქტომბერი, 2018 , 14:15

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. მას დამატე

2-3 თვის განმავლობაში 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები, მათ შორის ბევრია გოგონა - ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე

22 ოქტომბერი, 2018 , 13:45

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თემურ კობიძის განცხადებით, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში 17-დან 2

კახეთის შემდეგ აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს. ბათუმში ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება ფიცის მიღების ცერემონიალით აღინიშნა. რეზერვისტებს სამხედრო ფიცის

საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ სომელიეთა კონკურსით დასრულდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე&ldq

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტი - „ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა. კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსი

2020 წლიდან დედაქალაქში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

2020 წლიდან თბილისის მერია დედაქალაქში სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს შემოიყვანს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`