უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 15:40
font-size

2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალურს ანგარიშს აქვეყნებს.

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ.

„ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს ასახავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, „შრომის უკიდურესი ფორმები პრევენციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის განხორციელების, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების საქმეებზე დაწყებული გამოძიებისა და სამართალდამცავთა განხორციელებული ღონისძიებების ნაკლებეფექტიანობისა და არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის მიმართულებით. კვლავ ხშირის შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.

,,უკიდურესად შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა; სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით.

გასული წლების მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს.

არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული.

პრობლემად რჩება სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის უფლების იმპლემენტაცია, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახთა დროული ჩართვა მხარდამჭერ სოციალურ სერვისებში. აღსანიშნავია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხარვეზები. კერძოდ, ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი მკვეთრად ჩამორჩება საარსებო შემწეობის მიმღებთა და დანამატის მიმღებ ოჯახთა რაოდენობას. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ ჭიანურდება აღნიშნულ ქვეპროგრამაში ოჯახთა ჩართვის პროცესი.

მოუგვარებელია რელიგიურ სკოლა–პანსიონებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი; განსაკუთრებით, რელიგიური სკოლა–პანსიონების დეინსტიტუციონალიზაცია, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაცია.

საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არასრულწლოვანთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მიზნით, გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მოპოვებულ რვა სისხლის სამართლის საქმეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, დაკავების პროცედურების, საგამოძიებო მოქმედების ოქმების სრულყოფილად შედგენის, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დროულად მომზადების პრობლემები და სხვა მიმართულებების კუთხით’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

იხილეთ ელექტრონული სპეციალური ანგარიში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი