უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2017 12:25
font-size

2016 წელს ჩატარებული შემოწმებების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა - აუდიტის სამსახური

საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მიაწოდა.

ანგარიში მედიას დღეს გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილე ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორული შემოწმება ჩაატარა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, ხასიათდება მომატებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით. შესწავლილ იქნა ისეთი სექტორები, როგორებიცაა, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები. სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი, რამაც ჯამში მოიცვა 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი.

ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის:
შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ შეადგინა 32 მილიონ 8 ათასი ლარი;
საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი;
აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად გაიცა 189 რეკომენდაცია. ამ დროისათვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%.

2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებთან გადაიგზავნა 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები.
ანგარიშში ასევე აუდიტის სამსახურის მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასა და უწყების მიღწევებზეა საუბარი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 2016 წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი წარმატებებით, კერძოდ:
სამსახურმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება;
სამსახურმა წარმატებით განახორციელა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ევროკავშირისგან მიიღებს 1.5 მილიონი ევროს;
სამსახურის საქმიანობამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მაღალი შეფასება დაიმსახურა;
2016 წელს აუდიტის სამსახურმა შექმნა მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და ინოვაციური ელექტრონული ვებპორტალი - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელიც პარლამენტარებს, ექსპერტულ წრეებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში, მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციების გზით ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე საჯარო რესურსების მართვის თაობაზე;
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასულ წელსაც აქტიურად თანამშრომლობდა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო და რეგიონულ გაერთიანებებთან (INTOSAI, EUROSAI, ASOSAI). აღნიშნულ ფორმატებში ჩვენი აქტიური მონაწილეობით დამტკიცდა სახელმწიფო ვალის აუდიტის საერთაშორისო სახელმძღვანელო, შემუშავდა კორუფციასთან ბრძოლის გლობალური პროგრამა და მიმდინარეობს შესაბამისობის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება;
აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან დაიწყო თანამშრომლობა საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების მიზნით. საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულების ხელშესაწყობად, სამსახურმა გასულ წელს შექმნა IT აუდიტის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი პროფესიონალებით;
აუდიტის ხარისხის გაზრდის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია აუდიტის მართვის ელექტრონული ინტეგრირებული პროგრამის დანერგვა, რომლითაც სარგებლობენ მსოფლიოში მოწინავე აუდიტორული ორგანიზაციები.

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 150-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა საერთაშორისო დონის ტრეინინგები აუდიტის დარგში სხვადასხვა მიმართულებით. 34 სტუდენტმა გაიარა სტრაჟირების პროგრამა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე