უკან

პოლიტიკა

25 ივლისი, 2017 18:50
font-size

2016 წელს ფინანსთა სამინისტროს აპარატის 40 თანამშრომელზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით - აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის აუდიტორული შემოწმების მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითც გამოვლენილია საჯარო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის არაერთი ფაქტი.

2016 წელს სამინისტროს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით. კერძოდ, 3 დამხმარე მოსამსახურეს მიღებული აქვსპრემია თითეულს 17-ჯერ, 21 დამხმარე მოსამსახურეს - 16-ჯერ, 2 დამხმარე მოსამსახურეს - 15-ჯერ, ერთს- 8-ჯერ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 19-მა მოხელემ თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგოდენობაზე მეტი პრემია მიიღო.

სამინისტროს მივლინების წლიურმა ხარჯებმა 305 545 ლარი შეადგინა. მათ შორის, 15 270 ლარი გახარჯულია ქვეყნის შიგნით, ხოლო 290 275 ლარი - ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე. უცხოეთში მივლინებების დროს ავიაბილეთების შეძენაზე გახარჯულია სულ 87 338 ლარი. სამინისტროს თითოეული მოხელე თავისი შეხედულებისამებრ არჩევს, თუ სად შეიძინოს ავიაბილეთი. შესაბამისად, სამინისტროს მიერ არ ხორციელდება კონტროლი საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვაზე.

ქვეყნის შიგნით მივლინებებისას საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას ზოგიერთ შემთხვევებში გადახდილია მაღალი ოდენობის თანხები. კერძოდ: 2016 წლის 30 ივლისს დაბა ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ სამინისტროს წარმომადგენლების განთავსების 1 დღის ღირებულებამ შეადგინა 704 ლარი, რაც აღემატება არა მხოლოდ საქართველოში არსებული საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ 3-ჯერდა მეტად აღემატება ისეთი ქვეყნების საცხოვრებელი ფართის დაქირავების ნორმებს, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და სხვა.

2016 წლის 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ 1 დღე-ღამით განთავსების ღირებულებამ შეადგინა 649 ლარი, რაც ასევე მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო კლასის სასტუმროს ღირებულებას.

2016 წელს სამინისტროს მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 109 600 ლარი.ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები. მაგალითად: რესტორან „კოპალა“-ში 14 პერსონის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე გაწეულია 2 397 ლარის ოდენობის ხარჯი, ანუ 1 პერსონაზე გახარჯულია 171 ლარი. რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ საქმიან ვახშამზე 1 პერსონისთვის გადახდილია 188 ლარი (ჯამში 25 პერსონაზე - 4 689 ლარი). რესტორან „VINOTEL“-ში 20 პერსონის მისაღებად გადახდილია 3 259 ლარი, რაც 1 პერსონაზე შეადგენს 163 ლარს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე ნოდარ ხადური იკავებდა, შემდეგ კი დიმიტრი ქუმსიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული შემოწმების მასალები სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე: http://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2017/sakartvelos-finansta-saministro-2016.pdf

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი