უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2016 16:20
font-size

2016 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები- უჩა ნანუაშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისმა საინფორმაციო აქცია „აიმაღლე ხმა სხვისი უფლებებისთვის“ გამართა.

აქციის ფარგლებში უჩა ნანუაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მეტრო “რუსთაველთან“, მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და ესაუბრა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ.

თუმცა, მანამდე უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებების კუთხით 2016 წელს არსებული ანგარიში წარადგინა.

როგორც სახალხო დამცველმა პრეზენტაციის ფარგლებში მედიას განუცხადა, 2016 წელს რიგი პრობლემები რჩებოდა, თუმცა განსაკუთრებით პრობლემური ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები იყო.

„პრობლემები და გამოწვევები კვლავ არსებობდა. ძირითადად, ეფექტური გამოძიების კუთხით, აქ საუბარია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე. სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა. პრობლემები კვლავ რჩებოდა, ზოგადად, უმცირესობების კუთხით. განსაკუთრებით,პრობლემური იყო ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები. ასევე ამ წელს იყო საკმაოდ პრობლემური, როგორც მკვლელობების და ფემიციდის გამოვლინებები, ასევე ზოგადად ძალადობის კუთხით არსებული პრობლემები“,-აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 20:10

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლებ

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 19:48

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, - ამის შესახებ საქ

ხვალ ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას

30 მარტი, 2020 , 18:56

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და გ

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

30 მარტი, 2020 , 18:47

საქართველოში საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომ

საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ად

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების საქმიანობა დასაშვები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:20

ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებსა და სპეციალურ რეჟიმს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა,