უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მაისი, 2017 12:55
font-size

2016 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 13 წლის განმავლობაში - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.

2016 წელს ეკონომიკურად აქტიური და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის ( 15 წლის და ზემოთ) წილმა 67.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 0.2 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.

ჭარბობს თვითდასაქმებულთა რიცხვი. 2015 წელთან შედარებით 2016 წელს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა და მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა (57.5%-დან 57.6%-მდე).

2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით.

რეგიონების მიხედვით უმუშევრობის დონე გაზრდილია იმერეთში ( 2 პროცენტული პუნქტით), შიდა ქართლსა (0.2 პროცენტული პუნქტით და თბილისში (0.6 პროცენტული პუნქტით). უმუშერობის დონე შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში (2.5 პროცენტული პუნქტით) და აჭარაში (2.1 პროცენტული პუნქტით).

სქესის მიხედვით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 8.8 და 14.2% შეადგინა. საქსტატის განმარტებით, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 42.0 და 21.8 %). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 58.0 და 78.2 % შეადგინა

2016 წელს 2015 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე უცვლელია, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 52.9 და 67.1 % შეადგინა.

2016 წელს უმუშევრობის დონე 5.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 31.9% შეადგინა. 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი