უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
15 სექტემბერი, 2017 12:00
2017-2018 სასწავლო წელს თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებისთვის, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლადგახსნილ ბაღებში, სადაც 325- მდე ადამიანი დასაქმდა, დამატებით 1500 აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი.
„ინტენსიური სამუშაოები ჩავატარეთ, რომ დამატებით ის ბავშვები მიგვეღო, ვინც საბავშვო ბაღის გარეთ იყო. პედაგოგებსაც უტარდებათ სპეციალური სწავლება. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში 84 ბაღში ჩატარდა რეაბილიტაცია, ხოლო 13 ბაღი ამ ეტაპზე მშენებლობის სტადიაზეა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მონიკა დავლიანიძე