პოლიტიკა
2017 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაზე პატრულირებისთვის საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს.
როგორც ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, 2014 წლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის და რუსეთის ურთიერობა შესუსტდა და ამის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაა.
,,ნატო-ს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს წარმომადგენლობა და პატრულირება შავ ზღვაზე. მულტინაციონალური ძალები იქნებიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება საქართველოს როლს, დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყანა დაინტერესებულია ამ პროცესით.
როგორი იქნება ამ მიმართულებით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა, როგორ ჩაერთვება ქვეყანა, ეს საკითხები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია’’, - განავხადა ლაჰიუმ.
მისივე თქმით, რუსეთმა სამხედრო აგრესიიით ყირიმის ანექსია მოახდინა და ის სეპარატისტულ ძალებს იყენებს უკრაინაში.
,,რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაარღვია. ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან მან თავისი სამხედრო აგრესია არამარტო საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამოიყენა, არამედ მეზობლების მიმართ. ამიტომ, ალიანსი იძულებული გახდა, გაზარდოს მზაობა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ამით ნატო ამ ქვეყნებს არწმუნებს, რომ ალიანსი მზადაა, ისინი დაიცვას. ეს ასევე არის გზავნილი რუსეთისთვისაც, რომ ჩვენი წევრები დაცულები არიან და იქნებიან ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში’’, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

