უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 დეკემბერი, 2017 17:15
font-size

2017 წელს კონფლიქტურ ზონებში ბავშვთა მიმართ ძალადობა შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია - იუნისეფი

2017 წელს მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში ბავშვებზე თავდასხმებმა შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. ასეთი დასკვნა გამოიტანა გაეროს ბავშვთა ფონდმა.

იუნისეფის წლევანდელ ანგარიშში მითითებულია, რომ საკმაოდ გავრცელებულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფაქტები. ორგანიზაციის დირექტორის, მანუელ ფონტენის თქმით, ბავშვებს ესხმოდნენ თავს „სახლებში, სკოლებსა თუ სათამაშო მოედნებზე“. მან აღნიშნა , რომ ასეთი სისასტიკე „ახალი ნორმალურობა არ უნდა გახდეს“.

ანგარიშში გამოყოფილია რამდენიმე კონფლიქტური ზონა, რომლებშიც ბავშვები დაზარალდნენ:

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, იტაცებდნენ , ასევე ხდებოდა მათი გადაბირება შეიარაღებულ ჯგუფებში. ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში გაზრდილი ძალადობით.

ისლამისტმა მებრძოლებმა ბოკო ჰარამიდან ნიგერიისა და კამერუნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში სულ მცირე 135 ბავშვი გამოიყენეს თვითმკვლელ ტერორისტებად, რაც 5-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

მიანმარში როჰინჯას ეთნიკური ჯგუფის ბავშვები ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, როცა ისინი სახლიდან განდევნეს.

სამხრეთ სუდანში 19 000-ზე მეტი ბავშვი იყო გადაბირებული შეიარაღებულ ფორმირებებსა და დაჯგუფებებში.

იემენში სულ მცირე 5000 ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

აღმოსავლეთ უკრაინაში 220 000 ბავშვი შესაძლო გახდეს ნაღმის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მსხვერპლი, რომელიც ადგილზე დარჩა ომის შემდეგ.

იუნისეფმა მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და შეწყვიტოს ბავშვთა უფლებათა შელახვა. ანგარიშშია მითითებულია, რომ სახემწიფოებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი გავლენა კონფლიქტურ ძალებზე ბავშვების დასაცავად

ანა მებურიშვილი

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი