უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 აპრილი, 2018 11:45
font-size

2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა.

„2017 წელს ჩვენ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა. „აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა. 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თურქულმა „MUSIAD“-მა ქართული კომპანიებისთვის უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა

23 აპრილი, 2018 , 17:50

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 აპრილი, 2018 , 17:35

23 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4402 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.86 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევ

მამუკა ბახტაძე სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

23 აპრილი, 2018 , 17:35

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. მხარეებმა დეპარტამენტის მიერ საქართველოს, კერძოდ,

ვითიბი ბანკის საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

23 აპრილი, 2018 , 14:10

2018 წლის პირველი კვარტლის შედეგებით ვითიბი ბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით (IFRS), მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემით ვითიბი ბანკი ტოპ სამეულშია.  პირვე

ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას - მამუკა ბახტაძე

22 აპრილი, 2018 , 17:30

ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან,

ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინვესტიციები შვეიცარიიდან საქართველოში - მამუკა ბახტაძე

21 აპრილი, 2018 , 11:50

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლები

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე