უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 იანვარი, 2018 14:55
font-size

2017 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 10 მოქმედ და 2 ყოფილ პარლამენტარს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

2017 წელს 10 მოქმედ და 2 ყოფილ პარლამენტარს ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი ხარვეზების გამო 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული მონაცემები საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა.

მისივე ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ წევრებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანსა და პაატა მხეიძეს.

ასევე დაჯარიმდა დამოუკიდებელი დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი და ორი ყოფილი პარლამენტარი - თემურ მაისურაძე და ვლადიმერ აჩბა.

სულ შემოწმდა 15 თანამდებობის პირი - აქედან 14 პარლამენტარია, ხოლო 1 პარლამენტის თანამშრომელი.
აღნიშნულებიდან 13 პირი (12 პარლამენტარი და 1 პარლამენტის თანამშრომელი) უარყოფითად შეფასდა, ხოლო 2 დეპუტატი არ დაჯარიმებულა.

2017 წელს, „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოწმებას დაექვემდებარა მხოლოდ დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევითა და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.

წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციების რაოდენობა შეადგენდა 284 დეკლარაციას.

მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

მონიტორინგის შედეგების ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა SICA-ს გენერალურ მდივანთან

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესო ანევალოსთან. მხარეებმა გა

საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერ

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პრეზიდენტობის კანდიდატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

დღეს ტელეკომპანია „იბერიას“ ოფისში გაიმართა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების, აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლ

პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ სოლიდარობას უცხადებენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ,,სრულიად შემაშფოთებელია ტელეკომპანია „იბერიას“ და &b

თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ. როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`