უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 აპრილი, 2018 14:35
font-size

2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 60%-ით გაიზარდა

2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მოითხოვა, რაც 60%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. მაშინ საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით 940-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ წერია საფრანგეთის ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ბიუროს (OFPRA) ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით 2017 წელს მკვეთრად გაიზარდა ( 224-დან 559-მდე) საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მიზნით მშობლებთან ერთად ჩასული არასრულწლოვნების რაოდენობა.

თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ასახელებენ პოლიტიკურ დევნას, რაც ოპოზიციონერი აქტივისტების მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან დაიწყო. გარდა ამისა, გაიზარდა იმ ბიზნესმენების განცხადებები, ვინც უჩივიან დანაშაულებრივ ქმედებებს პოლიტიკური ძალების მხრიდან.

თავშესაფრის მოთხოვნის დანარჩენ მოტივებს შორის ფიგურირებს ეთნიკური კონფლიქტები, საოკუპაციო ძალების ქმედებები, სექსუალური ნიშნით შევიწროება, ოჯახში ძალადობა და ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში სასჯელის განმეორებით მოხდის შიში.

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით პირველ ხუთეულში შედიან ალბანეთი, ავღანეთი, ჰაიტი, სუდანი და გვინეა.

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე