უკან
საზოგადოება
20 თებერვალი, 2018 17:25
2017 წელს საქართველოში სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევაა რეგისტრირებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში სუიციდისა და სუიციდის მცდელობის 630 ფაქტი დაფიქსირდა.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.
კერძოდ, შსს-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევაა რეგისტრირებული. თვითმკვლელობის და სუიციდის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევები მამაკაცებში ფიქსირდება. 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა ან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 462-მა მამაკაცმა.