უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2016 18:05
font-size

2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება

2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ბაღების ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს, ნაწილი კი უახლოეს ხანებში დაიწყება.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება: კრწანისში (ქვემო ფონიჭანა); ჩუღურეთის რაიონში (ჩიტაიას ქუჩა); წყნეთში; სოფელ გლდანში; ვაშლიჯვარში; სამგორის რაიონში (ჭიჭინაძის ქუჩა); თემქაზე(ურეკის ქუჩა); სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში; საბურთალოზე (გამსახურდიას #23)

ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება დიდუბეში (ზუგდიდის ქუჩაზე) გლდანში (გლდანის III მიკრორაინში); დიდ დიღომში (III მიკრორაიონში); დიდ დიღომში (IV მიკრორაიონში); ჩუღურეთის რაიონში(პალიასტომის ქუჩა) ნაძალადევის რაიონში (სანერგე მეურნეობა) ნუცუბიძიძე (ნუცუბიძის IV მიკრორაიონი) ნაძალადევის რაიონში (გურამიშვილის გამზირი).

თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას 94 891,0 ათასი ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება 166 საბავშვო ბაღი, 60000-მდე აღსაზრდელით.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები გახდა უფასო და მას დედაქალაქის მთავრობა აფინანსებს. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში 7 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა; აღდგა სამი. ყველა ახალი ბაღი ენერგოეფექტური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებულია და ასე იქნება მომავალშიც. გამწვანდა ბაღების ეზოები, მოეწყო სათამაშო მოედნები. 150-მდე საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის ინფრასტუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2014-16 წლების განმავლობაში, მოქმედ საბავშვო ბაღებს 100-ზე მეტი ახალი ჯგუფი შეემატა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის ტქმით, 2016 წლის 1 თებერვლიდან ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღს დაემატა, გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები.

საკვანძო სიტყვები:

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

26 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. “ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყო

საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს - თამარ გაბუნია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მ

ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით - გიორგი გახარია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფ

შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალ

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:20

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე