უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 იანვარი, 2018 12:40
font-size

2017 წელს წლიურმა ინფლაციამ 6.7% შეადგინა - საქსტატი

2017 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ - 6.7%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.4%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. აქედან ბოსტნეუულსა და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხილსა და ყურძენზე - 4.2%-ით, თევზეულზე - 1.9%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 1.3%-ით, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე - 1%ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,2 პროცენტული პუნქტით.4.6%-ით გაიზარდა ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 2.3%-ით გაიზარდა, რაც 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. 5%-ით გაიზარდა ფასები სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე, 1.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა საავადმყოფოების მომსახურებაზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,3 %-ით, რაც 2,2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 21,3%-ით გაიზარდა, ხილსა და ყურძენზე - 12,6 %-ით, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე - 8,8 %-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე -8 %-ით, ზეთსა და ცხიმზე - 6,4%-ით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე - 6,1 %-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები მომატებულია 14,9 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,94 პროცენტული პუნქტით აისახა. 20,8 %-ით გაიზარდა ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, 5.5%-ით კი სატრანსპორტო მომსახურებაზე.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5 %-ით, რაც 1,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. 36.6%-ით გაიზარდა ფასები თამბაქოს ნაწარმზე,

ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 8,1 %-ით, რაც 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. 15%-ით გაიზარდა ფასები სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე , ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე - 6,6 %-ით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე - 2,8%-ით.

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.