უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


ეკონომიკა

13 სექტემბერი, 2017 17:15
font-size

2017 წლის 8 თვეში ექსპორტი 28,5%-ით არის გაზრდილი - ნინო ჯავახაძე

2017 წლის აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 25,7% -ით, ხოლო იმპორტი - 1,2% -ით. შესაბამისად, კუმულატიურად, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით ექსპორტში გვაქვს 28,5%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 7,5%-ით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

„ექსპორტის მიმართულებით ძირითადად ზრდა გვაქვს ფეროშენადნობების, სასუქების, მინერალური წყლების, ღვინის, სამკურნალო საშუალებების ექსპორტში, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება უკვე 2016 წლის სექტემბრიდან. თვიდან თვემდე ექსპორტი მზარდია და საგარეო ვაჭრობა ამ არხით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28.1 მლნ. აშშ დოლარით. მიმდინარე წლის აგვისტოში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%) და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (32%), სატელეფონო აპარატების (27%), სამკურნალო საშუალებების (17%) იმპორტი.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

25 სექტემბერი, 2017 , 21:31

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 183.7 მლნ ლარით (1.0 პრო

ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს

25 სექტემბერი, 2017 , 17:55

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ფინანსურ ინსტიტუტში გა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

25 სექტემბერი, 2017 , 17:10

25 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4829 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.25 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მმართველ გუნდებში ახალი დანიშნვები განხორციელდა

25 სექტემბერი, 2017 , 17:00

2017 საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ განაცხადეს ახალი დანიშვნების შესახებ მმართველ გუნდებში. კერძოდ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ფინანსური მიმართულებით ინიშნება

კომერციულმა ბანკებმა 6 თვეში კლიენტებისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან 38 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს

25 სექტემბერი, 2017 , 11:50

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს. კომერციული ბან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 სექტემბერი, 2017 , 09:00

22 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4804 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4808 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა. გამყარდა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე