უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
საზოგადოება


2017 წლის აპრილში 143 ერთეული მაღალი ხარისხის, ევროპული და ადაპტირებული, ავტობუსი გვეყოლება - დავით ნარმანია
2017 წელს ჩვენ გვექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და რომელიც სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მუნიციპალურ ავტობუსებს, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის შეჯამებისას თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
„ტრანსპორტის ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ ქალაქში უკვე დადის ახალი ლურჯი ავტობუსები და 2017 წლის აპრილში, ჯამში 143 ერთეული მაღალი ხარისხის, ევროპული და ადაპტირებული, ავტობუსი გვეყოლება. ქალაქის მასშტაბით დავამონტაჟეთ ავტობუსების ახალი მოსაცდელებიც. ამასთან, 2017 წელს ჩვენ გვექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და რომელიც სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მუნიციპალურ ავტობუსებს. მიმდინარე წელს ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით მეტროს ვაგონების მოდერნიზების კუთხითაც და 20 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია განვახორციელეთ. 2017 წელს იგეგმება დამატებით 30 ვაგონის შეკეთება. ეს ყველაფერი მეტროს, როგორც ქალაქისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა და 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება გამწვანებას, თბილისის მერის განცხადებით, მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო
17 აპრილი, 2021 , 19:59

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
17 აპრილი, 2021 , 17:05

რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
17 აპრილი, 2021 , 17:05

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
17 აპრილი, 2021 , 15:55

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04