უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
ეკონომიკა
2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის-კობა გვენეტაძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე,2017 წელს ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდაზე საუბრობს.
„ნელ-ნელა ვაჯამებთ გასულ წელს - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოქნილი გაცვლითი კურსისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. ეს, შესაბამისად, აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“_ აცხადებს გვენეტაძე.
მისივე თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას თავისი წვლილი შეაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, რაც გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას თავისთავად ეხმარება.
„თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე დეფიციტის ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს აღწევდა, 2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის“, - დაწერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცირა გურგენიძე